„მრავალეროვანი საქართველოს” მიერ არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები ქვემო ქართლის რეგიონში:

გარდაბანი

გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქის სოფელ თაზაქენდის 25-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მიერ განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი. მოქალაქემ შეიცვალა ჩაცმულობა და ისე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. გარდა აღნიშნულისა ამ უბანზე ადგილი ქონდა რიგ დარღვევებს: იმის გამო რომ კომისიის წევრებმა არ იცოდნენ ქართული ენა უჭირდათ სარეგისტრაციო ჟურნალისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოება, რის გამოც არაერთხელ შეტანილ იქნა შესწორებები აღნიშნულ დოკუმენტებში; ენის უცოდინრობის გამო საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობას დანიშნული პიროვნების ნაცვლად ასრულებდა კომისიის წევრი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“; საარჩევნო უბნის გახსნინსას საარჩევნო ურნაში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებას არ დასწრებია კომისიის რიგი წევრები და დამკვირვებლები; გადასატანი ყუთისათვის რეგისტრირებული იყო 80 ამომრჩეველი, მაგრამ გადასატან ყუთს მიმაგრებულ წევრებს გაატანეს 30 ბიულეტენი მაჭორიტარული წესით კანდიდატთა ასარჩევად და 150 ბიულეტენი პროპორციული სიით დეპუტატთა ასარჩევად (რომელთაგანაც 120 უკან დაბრუნებულ იქნა) ¬ შესაბამისად ხმამისცა მხოლოდ 30 ამომრჩეველმა ნაცვლად წინასწარ განცხადებულმა 80 ამომრჩეველმა. უბნის გახსნინსას კომისიის თავმჯდომარეს არ აღმოაჩნდა ბეჭდის ბალიში რის გამოც უბანი გაიხსნა დაგვიანებით 8:30. ყველა აღნიშნული დარღვევის თაობაზე მომზადდა და წარდგენილი 5 საჩივარი.
მარნეული
მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს 29 -ე საარჩევნო უბანზე კვლავაც აქვს ადგილი ერთი ამომრჩევლის მიერ რამოდენიმეჯერ ხმის მიცემის ფაქტს. ასევე ადგილი ქონდა ერთი ამომრჩევლის მიერ რამოდენიმე პასპორტის წარდგენას და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენების მიღებას. საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღია აგიტაცია და ამომრჩევლებზე სიტყვიერი შენიშვნის გაკეთება რომ ხმა მისცენ სწორედ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველმა რამდენიმეჯერ მისცა ხმა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

კატეგორია: არჩევნების მედია–ცენტრიდამკვირვებლები

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.