სუბარი: ალასანიას დამარცხება არასწორმა სტრატეგიამ გამოიწვია
2010 წლის 1 ივნისი | 0 comments
,,ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას დამარცხება არასწორმა სტრატეგიამ გამოიწვია.
სუბარი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ე.წ. გამარჯვების ფორმულა არ შედგა, უკვე ნათელი გახდა, რომ ,,ალიანსი“ დამარცხდებოდა.
,,მე ,,ალიანსიდან“ წამოსვლა უკვე ერთი თვის წინ გადავწყვიტე, თუმცა აქამდე თავს იმის გამო ვიკავებდი, რომ საარჩევნო კამპანიას ხელი არ შეშლოდა. ჩემი წამოსვლა გახდებოდა მთავარი თემა საინფორმაციოებისთვის და იტყოდნენ რომ თითქოს ,,ალიანსი“ დაიშალა“, – აცხადებს სუბარი.
მისი თქმით, ,,ალიანსს“ ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა, ვერ გამოიყენა და ასეთი შედეგის მიღება ბოლო ერთი თვის განმავლობაში მარტივად პროგნოზირებადი იყო.
კატეგორია: გიორგი ფუტკარაძე • თბილისი • ჟურნალისტები


