სოსო ცინცაძე: ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების შანსი არ აქვს
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია გაერთიანებას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აპირებს, მათ შანსი არ აქვთ.
,,გააჩნია რა პრინციპებზე იქნება აგებული ეს ერთობა, თუკი ისინი ისევ გეგმავენ, რომ მოაწყონ ქუჩის აქციები, დადგან საკნები, მიიღებენ იგივე შედეგს, რაც წინა წლებში“, – აცხადებს ცინცაძე.
მისი თქმით, ოპოზიციას მოუწვეს გაითვალისწინოს წინა წლების შეცდომები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ერთობის შექმნა. ცინცაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ამ არჩევენებზე სერიოზული შანსი გაუშვა ხელიდან.
,,მიუხედავად იმისა, რომ უგულავა გახდებოდა მერი, ოპოზიციას შეეძლო საკრებულოში სერიოზული ქვოტები მაინც აეღო“,– ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიციამ უნდა დაიწყოს სამზადისი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შანსი არ არსებობს.
,,თუ ისევ ძველებურად გააგრძელეს, ისე მოვა საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ოპოზიცია კვლავ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვა“, – ამბობს ცინცაძე და იქვე დასძენს, რომ ლოზუნგი ,,ვადამდელი არჩევნები“ დროის ფუჭად დაკარგვაა.
კატეგორია: გიორგი ფუტკარაძე • თბილისი • ჟურნალისტები


