ინგა გრიგოლია: ოპოზიციის საკრებულოში შესვლით ახალი პოლიტიკური ეტაპი იწყება

,,ქრისტიან–დემოკრატიული“ მოძრაობის წევრი და ყოფილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ თბილისის ახალ საკრებულოში ოპოზიციის შესვლით ქართულ რეალობაში ახალი პოლიტიკური ეტაპი დაიწყება. ,,ოპოზიციის მიერ  პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო, პარლამენტში ფაქტობრივად ერთპარტიული მმართველობაა და ,,ქრისტიან დემოკრატები“ ახერხებს ხელისუფლებასთან ოპონინერებას. საკრებულოში კი სხვაგვარი მდგომარეობაა.
„ოპოზიციის თერთმეტი წარმომადგენელი ხარისხობრივად მეტია, ვიდრე ,,ნაცმოძრაობის“ 40-კაციანი შემადგენლობა“, – თქვა გრიგოლიამ.
გრიგოლია ამბობს,  რომ სერიოზული ბრძოლას აპირებს და დაპირება ტარიფების გაიაფებაზე  მხოლოდ დაპირებად არ დარჩება.
,,თუკი უგულავა არ დემაგოგობს და მზადაა ოპოზიციასთან ითანმაშრომლოს, ტარიფების თემის დათმობა მოუწევს“, – ამბობს ინგა გრიგოლია.

კატეგორია: გიორგი ფუტკარაძეთბილისიჟურნალისტები

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.