ცესკომ თბილისის მასშტაბით პროპორციული არჩევნების შედეგები შეაჯამა

თბილისში პროპორციული წესით არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლა უკვე დასრულებულია. შეჯამებულია 774 უბნის მონაცემი.

ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა 4%-იანი ბარიერი. ,,ნაციონალური მოძრაობა” ხმათა 52,45%–ით ლიდერობს. ხმათა  17, 94% მიიღო “ალიანსმა საქართველოსთვის”, ,,ქრისტიან–დემოკრატებმა“ – 11, 99%, “ეროვნულმა საბჭომ” 8, 33%  და ,,თოფაძე-მრეწველებმა“  6, 3%.

წინასწარი მონაცემებით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს, ხოლო პროპორციული არჩევნების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით კი ,,ნაციონალებს“ 16 მანდატი ექნებათ.

,,ალიანსი საქართველოსთვის“ 5 მანდატს დასჯერდა, ,,ქრისტიან-დემოკრატები“ – 3 მანდატს, ,,ეროვნულ  საბჭოს“ -  2 მანდატს, ხოლო ,,მრეწველები“ ერთს.

კატეგორია: გიორგი ფუტკარაძეთბილისიჟურნალისტები

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.