უზუნთალას N21-ე საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა

ლაგოდეხის N15-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება აღნიშნული უბნის შედეგების გაუქმების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” საჩივრით მიმართა.

 როგორც ორგანიზაციის იურისტმა თემურ ქორიძემ განაცხადა,  კაბალის N21-ე უბნის საარჩევნო ყუთში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი.

,,სწორედ ეს გახდა ჩვენი მოთხოვნის საფუძველი, რომ უბანი კომისიას ბათილად ეცნო. მიხარია, რომ კომისიამ ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 21-ე უბნის შედეგები ბათილად გამოაცხადა”, – ამბობს თემურ ქორიძე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლაგოდეხის N15-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილმა კომენტარი არ გააკეთა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა.

კატეგორია: კახეთიმადონა ბატიაშვილიჟურნალისტები

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.