ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 11 ივნისს გამოაცხადებს. საჩივრების განხილვას კი ორ დღეში დაასრულებს
2010 წლის 1 ივნისი | 0 comments
უკვე ცნობილია, რომ საოლქო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია საოლქო კომიისიას ბიულეტენებში დაფიქსირებული ბეჭდური წუნის გამო ბათუმის მე-4 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდა.
საოლქო კომისიის იურისტი მალხააზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ტექნიკურ წუნს არჩევნების შედეგებისთვის ზეგავლენა არ მოუხდენია, ამიტომ კომისიამ სამართლიანი არჩევნების სარჩელის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად არ ჩათვალა.
კატეგორია: ბათუმი • ბაჩო გურაბანიძე • ჟურნალისტები

