ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს 5 საჩივარი განიხილეს. დაკმაყოფილდა ერთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ერთიც სამართლიანი არჩევნების საჩივარი.

ორივე საჩივარი ქუთაისი N89 საუბნო საარჩევნო კომისიაში დარღვევების ფაქტებს ეხება.
საიას საჩივრის მიხედვით ქუთაისის N89 საარჩევნო უბანი 25 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. გახსნის შემდეგ კი 20 წუთი მოანდომეს საკონტროლო ფურცლის შევსებას.
საიამ მოითხოვა საარჩევნო უბნის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
სამართლიანი არჩევნების საჩივარი შეეხებოდა გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილ ბიულეტენებს, რომელზეც არ იყო ბეჭედი და ხელმოწერა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები ყუთის გაბათილებას ითხოვდნენ.
საოლქო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ამ საჩივრის მიზეზით საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს დააკლო ხელფასისი 20%–ი და მდივანს ხელფასის 10%–ი, გადასატანი ყუთის თანმხლებ კომისიის ორ წევრს გაფრთხილება მისცეს.
საჩივრების განხილვა ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სულ კომისია განიხილავს 12 საჩივარს.

კატეგორია: თეა ზიბზიბაძეჟურნალისტებიქუთაისი

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.