რეკლამების საერთო მოცულობაზე რეგლამენტი უნდა დააწესონ ანუ Vox Populi წინასაარჩევნო კამპანიაზე
GeoElection.Ge-მ PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტების გარდა ბლოგის მკითხველებსაც სთხოვა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის შეფასება:
ინგა ს. (ფინანსისტი):
წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია უფრო დახვეწილი იყო წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ეთერში საარჩევნო რეკლამების საერთო მოცულობაზე რეგლამენტი უნდა დააწესონ. ტელევიზორის ყურება საერთოდ შეუძლებელი გახდა.
კინოთეატრის ფანჯრების პრიალი, გახურებული თონიდან უგულავას ძალით ღიმილი და თუნდაც „ჩაშვებული“ სიუჟეტი ბენზინგასამართ სადგურთან, მართლა კარგად დაგეგმილი კამპანია იყო, ზუსტად იმ მიზნობრივ ჯგუფზე გათვლილი, რომელიც დღე და ღამე შრომობს, გამწარებულია, მაგრამ პოლიტიკურად ნეიტრალურია. აი ილია მეორის გამოჩენა კადრში და ფრაზა მერობის ერთერთ კანდიდატთან ერთად საშინლად შეუსაბამოდ ჩანდა.
ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიას წარმატების 80% მაინც უკავია, რადგან დანარჩენი პერიოდის განმავლობაში არავინ არაფერს არ აკეთებს : (
გიორგი ზ. (ინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორი):
რა თქმა უნდა, კამპანიის წარმართვის ხარისხი პირდაპირ აისახებოდა შედეგზე. სამწუხაროდ, ზოგიერთები გონზე არ არიან აქ წინასაარჩევნო პიარის. საშინელი სარეკლამო კამპანია იყო. მეტნაკლებად, კიდე უგულავასი ჯობდა. ეს სლოგანი არაა, მაგრამ ჩხუბის ხასიათზე ვდგებოდი “შედეგი გვაქვს, უზარ-მაზარი”-ს გაგონებაზე.
ბესიკ ნ. (ეკონომისტი):
ჩემი აზრით ალასანიას საარჩევნო კამპანია ყველაზე ნაკლებად პროფესიონალური იყო. სამწუხაროა, რომ ობამას საარჩევნო კამპანიის გადმოთარგმნისას არ გაითვალისწინეს, რომ საქართველო და აშშ ძალიან განსხვავდება : ) არადა წინასაარჩევნო პერიოდი შედეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კუნკურენცია პროგრამების და დაპირებების კუთხით წავიდა. ნაციონალებმა ისეთი უპირატესობით მოიგეს, რომ უგულავა სავარაუდოდ წარუმატებელი კამპანიითაც მოიგებდა, მაგრამ ასეთი უპირატესობა ალბათ არ ექნებოდა.
მაიკო გ. (იურისტი):
მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინასაარჩევნო კამპანიისადმი პროფესიონალური მიდგომა, რადგან საერთოდ პროფესიონალური მიდგომაა მნიშვნელოვანი, აქაც და სხვა სფეროშიც, რაც ნამდვილად არ გვაწყენდა : )
კატეგორია: Vox Pop • ბლოგერები • ეკატერინე ონიანი

