ამომრჩევლებისთვის
- არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო უბანში შეგიძლიათ მიხვიდეთ 2010 წლის 30 მაისის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.
თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (იძულებით გადაადგილებულმა პირებმა – დევნილის მოწმობაც). - კენჭისყრის ოთახში შესვლამდე, სპეციალური ხელსაწყოთი ამოწმებენ აღგენიშნებათ თუ არა ხელის თითზე მარკირება.
თუ არ აღგენიშნებათ შეგიძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. - თუ აღგენიშნებათ, გეკრძალებათ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. ასეთ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
- მარკირების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ მიდიხართ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის პირველი ასო და რეგისტრატორს წარუდგენთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან პასპორტს (იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში დევნილის მოწმობასაც).
- რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის დადასტურების შემთხვევაში სპეციალური, თვალით უხილავი სითხით გაგიკეთებთ მარკირებას. შემდეგ რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში თქვენს პირად ნომერს შეიტანს.
- თქვენ გადმოგეცემათ ორი სახის ბიულეტენი: ერთი პროპორციული და ერთი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არჩევნებისთვის. თბლისისში კი დამატებით მესამე – მერის არჩევნებისთვის.
- საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ.
- საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორმა ხელი უნდა მოაწეროს ბიულეტენების უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და დაუსვას სპეციალური ბეჭედი.
- შემდეგ შედიხართ ფარული კენჭისყრის კაბინაში და გააკეთებთ საკუთარ არჩევანს ბიულეტენში სასურველი კანდიდატის რიგითი ნომრის შემოხაზვით.
- დაუშვებელია ერთდროულად რამდენიმე ამომრჩევლის შესვლა კაბინაში.
- ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოთ რომ არ ჩანდეს ვის მიეცით ხმა.
- დაკეცილი ბიულეტენით მიდიხართ განცალკევებით მდგარ მაგიდასთან საიდანაც დამოუკდებლად იღებთ სეციალურ კონვერტს და მასში ათავსებთ ბიულეტენებს.
- აღნიშნულ კონვერტს ათავსებთ საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ საარჩევნო უბანი.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეავსოთ ბიულეტენი, უფლება გაქვთ მიმართოთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ პირს – გარდა კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, კანდიდატებისა და დამკვირვებლებისა.
თუ საარჩევნო ბიულეტენები გაგიფუჭდათ, ამის შესახებ უნდა აცნობოთ კომისიის თავმჯდომარეს, რომლის დავალებით რეგისტრატორი ვალდებულია შეგიცვალოთ გაფუჭებული ბიულეტენი ახლით. - თუ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეგიძლიათ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ გადასატანი ყუთის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საარჩევნო კომისიას 28 მაისამდე.
- გახსოვდეთ:
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასორტის წარდგენის გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა აკრძალულია.
სხვის ნაცვლად ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერა, ბიულეტენების მიღება და ხმის მიცემა. - არავის აქვს უფლება თქვენი თხოვნის გარეშე იმყოფებოდეს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან თქვენს ნაცვლად შეავსოს ბიულეტენები.
მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლება საარჩევნო ბიულეტენები მოათავსოთ სპეციალურ კონვერტში, დაუშვებელია საარჩევნო კომისიის წევრის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენების გახსნა ან კენჭისყრის ფარულობის სხვაგვარი დარღვევა.
კენჭისყრა ფარულია. ვერავინ გაიგებს ვის მიეცით ხმა. - საარჩევო ბიულეტენზე რეგისტრატორმა თქვენს თვალწინ უნდა მოაწეროს ხელი და დაუსვას ბეჭედი. თუ ბიულეტენზე არ აღმოჩნდება ბეჭედი და ხელმოწერა ასეთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდება და თქვენი ხმა არ იქნება გათვალისწინებული შედეგების შეჯამებისას.
- კენჭისყრაში მოაწილეობის მიღების შემდეგ თქვენ არ შეგიძლიათ ამავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოთ მონაწიელობა არჩევნებში.
- აკრძალულია საარჩევნო ბიულეტენის და კონვერტის საარჩევნო უბნიდან გატანა.
- აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს თქვენი ნების თავისუფალ გამოვლენას.

